Belive

ლარნეს მწვრთნელი: "გვჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია"

4 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, იბერია 1999-თან შეხვედრის წინ, ლარნეს მთვარი მწვრთნელი, გარი ჰავერონი პრესკონფერენციას მართავს.

"საწყისი მატჩის წინ, იბერიას თავს შექმნილი პრობლემების შესახებ ინფორმირებულები ვიყავით, მაგრამ ამას ჩვენს მზადებაზე გავლენა არ მოუხდენია. მატჩმა ისე ჩაიარა, როგორც ველოდით, რთული და დაძაბული შეხვედრა გამოდგა. გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოვიყენეთ.

ახლა უკვე ხანგრძლივი მოგზაურობა ჩვენ მოგვიწია, მაგრამ ეს ევროპული შესარჩევი ეტაპის და ზოგადად ფეხბურთის ნაწილია და ამისთვის მზად ვართ.

ჩვენ მეტოქეს ძალიან დიდ პატივს ვცემთ და არ გვგონია, რომ წინ მარტივი მატჩი გველოდება. თუმცა, თავდაჯერების გარეშე ამ ეტაპზე ვერაფერს მივაღწევთ. გვჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია.

ჩვენი გუნდის მიდგომა განსხვავდება მედიის დამოკიდებულებისგან და არ ვფიქრობთ, რომ მეტოქე, რომელთანაც ვთამაშობთ უკვე დავამარცხეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით. რეინჯერსი ძალიან პოპულარული გუნდია ჩრდილოეთ ირლანდიაში და თუ ეს მატჩი შედგება, დიდი აჟიოტაჟი მოყვება. თუმცა, ჩვენ ეს არ გვეხება, ვაცნობირებთ, რომ ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე სადებიუტოდ ვთამაშობთ", - ამბობს გარი ჰავერონი.

იბერია 1999 ლარნეს 11 აგვისტოს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში თამაშს გაინაღდებს, გამოსვლას კი ევროპა ლიგის პლეიოფში გააგრძელებს.

სხვა სტატიები