გიორგი ქვილითაია ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
4 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, გიორგი ქვილითაია, ლიმასოლის არისის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
არისის გულშემატკივრებმა ოქტომბრის თვეში ჩატარებული 4 მატჩის ჭრილში, საუკეთესო ფეხბურთელი აირჩიეს და ეს წოდება 32 წლის ქართველ ფეხბურთელს ხვდა წილად.
არისმა ოქტომბერში, კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებული 4 მატჩიდან 2 მოიგო, 2-ში ფრე ითამაშა, ქართველი ფეხბურთელი კი ყველა შეხვედრაში სასტარტო თერთმეტეულში გახლდათ და ხლორაკასთან გოლის გატანაც მოახერხა.
ამ სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში გიორგი ქვილითაიას 5 გოლი და 4 საგოლე პასი გაკეთებული.
ლიმასოლის არისი კვიპროსის ჩემპიონატში 9 ტურის შემდეგ მესამე პოზიციაზეა და ლიდერ ომონიას 2 ქულით ჩამორჩება, შემდეგი მატჩი კი 8 ნოემბერს, კრასავასთან საშინაო კედლებში უნდა გამართოს.