Belive

La Gazzetta dello sport: "კვარა თავაზიანი ბიჭია, რუდი გარსიას გადაწყვეტილებები კი გაუგებარი"

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურში, "ჯენოასა" და "ნაპოლის" შორის ფრედ - 2:2 დასრულებულ მატჩში, საქართველოს ნაკრების და ნეაპოლელთა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ძირითადი შემადგენლობიდან ითამაშა და მოედანზე 89 წუთი გაატარა.

კვარაცხელიას საკმაოდ გაუგებარ შეცვლას, 22 წლის ქართველისგან რუდი გარსიას მისამართით ლოგიკური ჟესტი მოჰყვა, რასაც იტალიურ მედიაში დიდი გამოხმაურება ჰქონდა.

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური სპორტული მედია საშუალება La Gazzetta Dello Sport-ი წერს, რომ კვარაცხელია თავაზიანი პიროვნებაა, რუდი გარსიას გადაწყვეტილებები კი საკმაოდ გაუგებარი.

"ერთი წლის წინ, ლუჩიანო სპალეტიმაც საწყის ოთხ ტურში სამჯერ შეცვალა კვარაცხელია და "ლეჩესთან" სათადარიგოთა სკამზეც დატოვა, მაგრამ ის თავისი ქართული ბრილიანტის მოფრთხილებას და კარგ ფორმაში შეყვანას ცდილობდა, რუდი გარსიას ბოლოდროინდელი ცვლილებები კი ჯერ "ლაციოსთან", შემდეგ კი განსაკუთრებით "ჯენოასთან", რთულად თუ აიხსნება.

კვარა თავაზიანი და მუდმივად პატივისცემის გამომხატველი ბიჭია, თითქმის ნამდვილი ჯარისკაცი თავისი საქციელებით, ამიტომაც იყო გასაკვირი მისი ჟესტი, თუმცა ის მაშინვე მივიდა გარსიასთან და მიესალმა. ასე რომ, ამბოხი არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველი თავს სევდიანად გრძნობს.

რაც შეეხება რუდი გარსიას, კვარაცხელიას ალესიო ძერბინით ჩანაცვლება თანაც იმის გათვალისწინებით, რომ წინა სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი, იასპერ ლინდსტრომი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, საკმაოდ გაუგებარია", - წერს იტალიური მედია.

"ნაპოლის" სერია A-ში 4 მატჩის შემდეგ 6 ქულა აქვს დაგროვებული და მეხუთე პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი უკვე უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, პორტუგალიურ "ბრაგასთან" სტუმრად გამართავს. რაც შეეხება იტალიის ჩემპიონატს, აქ მოქმედ გამარჯვებულს მომდევნო მატჩი 24 სექტემბერს, სტუმრად, "ბოლონიასთან" ელოდება.

სხვა სტატიები