Belive

კვარას მხოლოდ იამალი უსწრებს: ქართველი ვარსკვლავი ევროპის საუკეთესოთა რიგებშია

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელიას სეზონის შესაშნიანვი სტარტი უმეთვალყურეოდ ევროპის სტატისტიკურ პლატფორმებს არ გამორჩენიათ.

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" 23 წლის ვარსკვლავის ბრწყინვალე თამაში სტატისტიკურ მონაცემებშიც აისახა. კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ ქართველ ფეხბურთელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წარმატებული დრიბლინგის მაჩვენებელი აქვს.

21-ჯერ განხორციელებული წარმატებული დრიბლინგით, ქართველი ფეხბურთელი ევროპაში მეორე ადგილზეა და მხოლოდ "ბარსელონას" ტალანტს, ლამინე იამალს ჩამორჩება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ წარმატების პროცენტული მაჩვენებლითაც ქართველი ფეხბურთელი მეორე ადგილზეა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ საშუალოდ, ერთ მატჩში განხორციელებული წარმატებული დრიბლინგების რაოდენობაზეც, სადაც ქართველი ევროპის მასშტაბით მეორე პოზიციაზეა.

იტალიის სერია A-ში ჩატარებული 3 ტურის შემდეგ "ნაპოლის" ორი გამარჯვება აქვს და ლიდერთა შორისაა. თავად ხვიჩა კვარაცხელიას ერთი გოლი და ერთიც საგოლე პასი აქვს გაკეთებული.

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების შეკრებაზე იმყოფება და 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ჩეხეთთან, ხოლო 10 რიცხვში, ტირანაში, ალბანეთთან გასამართი მატჩისთვის ემზადება.

სხვა სტატიები