Belive

გიორგი ქოჩორაშვილი: "აწმყოზე ვკონცენტრირდები, რადგან უკეთეს მომავალს დღეს ვქმნით"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი "ლევანტეს" ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში გუნდისთვის სეზონის გადამწყვეტი მონაკვეთის შესახებ საუბრობს.

"ამ გზაზე წარმატების მისაღწევად ერთად ყოფნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ვარჯიშის დროს არ არსებობს უფროსის და უმცროსის ან ძირითადი შემადგენლობის და სათადარიგოთა სკამზე მყოფი ფეხბურთელის ცნება. არსებობს გამონათქვამი: "თუ სწრაფად წასვლა გსურს, მარტო გაემგზავრე, მაგრამ თუ წინ წასვლა გინდა, ერთად იარეთ", მწვრთნელი ამ მოსაზრებას იზიარებს და ვარჯიშების დროს სიამოვნებას ვიღებთ, მატჩებზე კი მაქსიმალურად ვიხარჯებით.

მატჩის შედეგი შენზე დამოკიდებული არ არის, მაგრამ კარგია, რომ ის შენს ხელშია. შედეგი მხოლოდ მატჩის შემდეგ ტაბლოზე ასახული ანგარიში არ არის, ეს იმ ყველაფრის ნაზავია, რასაც ვარჯიშების, თამაშების და მათ გარეთ არსებულ თავისუფალ დროს აკეთებ. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ კარგად გამოვიყენოთ ის ყველაფერი, რაც ჩვენს ხელშია.

"რეალ სარაგოსა" ისტორიული ესპანური გუნდია, მაგრამ ახლა ცოტა უჭირთ, ამის მიუხედავად ძალიან კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია და რთულ მატჩს ველით. ვცდით, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მატჩის საყურებლად მოსულმა ხალხმა სიამოვნება მიიღოს და დაინახოს, რომ ჩვენ ყველა ორთაბრძოლაში, ყველა პასში, ყველა გოლში ვართ მაქსიმალურად ჩართული... ვეცდებით ვიყოთ ძლიერები და გავიღოთ ყველაფერი ისე, როგორც ყველა შეხვედრაში.

როდესაც დარბიხარ, სუნთქვა გიჭირს, მაგრამ გულშემატკივრის ხმას ველით, ეს ახალ და შესანიშნავ ენერგიას გმატებს. როდესაც ამდენი ადამიანი მოდის, როგორც წინა ტურში "რასინგთან" მატჩში, ასეთი რამ უკეთეს შედეგს ყოველთვის ხელს უწყობს.

"ბავშვობიდან მოყოლებული ვოცნებობ, რომ დიდი ამბებისთვის ვიბრძოლო და არის რაღაცები, რასაც მივაღწიე, მაგრამ ახლა კონცენტრირებული აწმყოზე ვარ. საუკეთესო მომავალს აწმყოში შენს მიერ გაკეთებული საქმეები გაძლევს. 2019 წლიდან "ლევანტეში" ვთამაშობ და ამის ერთ-ერთი მიზეზი აქ მომუშავე ადამიანების სიყვარულია. ეს არის ის გუნდი, რომელიც ბევრ ფასეულობას ნერგავს. ყოველთვის ვფიქრობ იმ გუნდებზე, სადაც მითამაშია და მათ უკეთეს მომავალზე, მაგალითად "კასტელონზე", მინდა, რომ ადამიანებმა, რომლებსაც "ლევანტე" უყვართ, მიიღონ ის, რასაც იმსახურებენ. როცა ბევრს იტანჯები, წინსვლას აგრძელებ, წინსვლა კი ღიმილის საწინდარია, ამიტომ, მჯერა, რომ მოვა დღე, როცა ჩვენ და ჩვენი გულშემატკივარიც გავიღიმებთ", - ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.

25 წლის ქართველ ფეხბურთელს "ლევანტეს" შემადგენლობაში 28 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები