Belive

კვარა მატჩში 72-ე წუთზე ჩაერთო და გოლიც გავიდა

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-9 ტურის მატჩში "ნაპოლიმ" "ლეჩეს" უმასპინძლა და ჯოვანი დი ლორენცოს ერთადერთი გოლის წყალობით ნეაპოლელებმა მეტოქე 1:0 დაამარცხეს. ხვიჩა კვარაცხელია შეხვედრაში 72-ე წუთზე ჩაერთო და გოლი 73-ე წუთზე გავიდა.

ქართველ ფეხბურთელს შეხვედრაში მცირე დრო მიეცა, Sofascore-მა ის 6.3-ით შეაფასა, კვარა ბურთს 7-ჯერ შეეხო, 5 გადაცემა გააკეთა და 4 ზუსტი იყო (80%).

ანტონიო კონტეს "ნაპოლიმ" მორიგი გამარჯვება იზეიმა და 22 ქულით ისევ პირველ ადგილზე რჩება (7 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი).

მომდევნო მატჩში ნეაპოლელები "მილანს" დაუპირისპირდებიან, შეხვედრა 29 ოქტომბერს, 23:45 საათზე გაიმართება.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები