Belive

კვარა ისევ ცალკე ვარჯიშობს - ითამაშებს თუ არა ქართველი მონცასთან?

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიური მედია საშუალებების ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამით ემზადება.

საწვრთნელო სამუშაოებს 23 წლის ქართველი ძირითადი ჯგუფისგან დამოუკიდებლად ასრულებს, მაგრამ სავარაუდოდ, უახლოეს ვარჯიშებზე ის გუნდს შეუერთდება და სერია A-ს 31-ე ტურში, "მონცასთან" სათამაშოდ მზად იქნება.

ხვიჩა კვარაცხელიამ კუნთის ტრავმა უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში საბერძნეთთან (0:0, 4:2 პ.) მიიღო, "ატალანტასთან" წაგებული შეხვედრა კი (0:3) გამოტოვა.

"ნაპოლი" "მონცას" 7 აპრილს სტუმრად შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები