Belive

კურო ტორესი: "არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ, მაქსიმალური კონცენტრაციით თამაშს ვგეგმავთ"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იბერია 1999-თან უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში შეხვედრის წინ, ესტონური ლევადიას მთავარი მწვრთნელი, ესპანელი კურო ტორესი პრესკონფერენციას მართავს.

"ჩემმა გუნდმა საწყის მატჩში კარგად ითამაშა. არ ვთვლი, რომ გაგვიმართლა, რადგან მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ და 3 თუ 4 მომენტი გვქონდა, როცა გოლის გატანა შეგვეძლო. ვთვლი, რომ ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა.

გაჩერებას არ ვაპირებთ და ვგეგმავთ, რომ 90 წუთის განმავლობაში კონცენტრირებულად ვითამაშოთ. იბერია 1999 ძლიერი გუნდია, მაგრამ არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ, პირიქით, უფრო მეტად ფოკუსირებას, კონცენტრირებულად თამაშს ვგეგმავთ და გვსურს, რომ სასურველ მიზანს მივაღწიოთ.

საწყის მატჩში დაშვებული შეცდომები არა კონკრეტული ფეხბურთელების, არამედ მთლიანად გუნდის პასუხისმგებლობაა. თანამედროვე ფეხბურთში ანალიზზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, თამაში მაქსიმალურად გავაანალიზეთ, მოვემზადეთ და შევეცდებით, ეს ყველაფერი მოედანზე გადმოვიტანოთ", - ამბობს კურო ტორესი.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ლევადიას 29 ივლისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები