გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონშიფის საწყისი ტურის მატჩს გამოტოვებს
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე ახალ სეზონს ოდნავ მოგვიანებით დაიწყებს.
უოტფორდის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქართველი ათიანი ინგლისის ჩემპიონშიფის საწყისი ტურის მატჩში განაცხადში არ იქნება.
"გიორგი ჩაკვეტაძე ფეხის თითის ტრავმაზე ჩატარებული გამოკვლევის პასუხს ელოდება, რის გამოც სამხრეთ ლონდონში ვერ გამოემგზავრება", - წერს უოტფორდის ოფიციალური გვერდი.
ინგლისის ჩემპიონშიფის ახალი სეზონის საწყის ტურში უოტფორდი ჩარლტონს სტუმრად, 9 აგვისტოს შეხვდება, მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.