"კრაიოვაში დასკვნითი მატჩი ითამაშა" - რუმინული მედია მექვაბიშვილის ტრანსფერს აანონსებს
8 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უდიდესი ალბათობით, საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, ანზორ მექვაბიშვილი უნივერსიტატ კრაიოვას დატოვებს და კარიერას ესპანეთში გააგრძელებს.
"ჯერჯერობით უცნობია, სად იქნება ანზორის მომავალი თავშესაფარი, მაგრამ ფაქტია, რომ ფეხბურთელი 90%-იანი ალბათობით, სომხურ გუნდთან მატჩის შემდეგ, კრაიოვას დატოვებს. გუნდმა უკვე დაიწყო მექვაბიშვილის შემცვლელის ძებნა", - წერს digisport.
უნივერსიტატ კრაიოვამ ერევნის არარატ-არმენიასთან უეფას ევროპა ლიგის პლეიოფის საწყისი მატჩი შინ ფრედ (1:1) ჩაატარა.
უახლესი ინფორმაციით, 25 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატება ლა ლიგა 2-ში მოთამაშე კადისს სურს, რომელშიც უკვე იური ტაბატაძე და გიორგი გოჩოლეიშვილი ირიცხებიან.
ანზორ მექვაბიშვილმა კრაიოვას შემადგენლობაში 117 მატჩში 7 გოლის გატანა და 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. მან რუმინეთში სამივე ტიტულის მოგება შეძლო, ჩემპიონატის, თასის და სუპერთასის, ამავე დროს კრაიოვამ კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში ზედიზედ მეორედ თამაში გაინაღდა.