Belive

კონტე: "კვარაცხელიამ შეცვლა თავად მოითხოვა"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

სერია A-ს პირველი ტურის მატჩში, რომელიც "ვერონასა" და "ნაპოლის" შორის ნეაპოლელთა გამანადგურებელი მარცხით დასრულდა. პირველი ტაიმის ბოლოს ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანი დატოვა, ანტონიო კონტეს იძულებითი ცვლილების გამოყენება მოუხდა.

როგორც ჩანდა, ქართველ ფეხბურთელს მოწინააღმდეგე ფეხბურთელისგან სახეში მოხვდა, ამიტომ ეჭვი თავის ტრავმაზე იყო. ანტონიო კონტე პრესკონფერენციაზე ხვიჩას საკითხსაც შეეხო:

პირველი ტაიმის განმავლობაში მას თავში რამდენჯერმე მოხვდა,დისკომფორტი იგრძნო და შეცვლა თავად გვთხოვა. ახლა კვარაცხელია თავს კარგად გრძნობს. - განაცხადა ნეაპოლელთა თავკაცმა

მომდევნო მატჩს "ნაპოლი" 25 აგვისტოს, შინ "ბოლონიას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები