Belive

კონფერენს ლიგა | ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

3 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

17 ივნისს, კონფერენს ლიგის 2025/26 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ქართული კლუბების - გორის დილასა და ქუთაისის ტორპედოს მეტოქეები გაირკვა.

გამართული წილისყრით დადგინდა, რომ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, გორის დილა ლუქსემბურგულ რასინგს, ხოლო ქუთაისის ტორპედო ყაზახურ ორდაბასს დაუპირისპირდება.

18 ივნისს, UEFA-ს შტაბბინაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატების მიღწევის შემთხვევაში, მე-2 ეტაპზე გორის დილა ლატვიურ რიგას დაუპირისპირდება, ხოლო ქუთაისის ტორპედო კვიპროსულ ომონიას შეხვდება.

რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ წილისყრაზე სპაერის მეტოქეც გაირკვა. საქართველოს დავით ყიფიანის თასის გამარჯვებული, ევროპის რანგით მესამე საკლუბო ტურნირზე, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ვენის ავსტრია იქნება.

შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 10/17 ივლისს, ხოლო მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 24/31 ივლისს გაიმართება.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ჩემპიონი იბერია 1999 ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, სადაც შვედურ მალმიოს დაუპირისპირდება. იმ შემთხვევაში, თუ იბერია დამარცხდება, კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება, სადაც ლევადიას ან RFS-ს შეხვდება.

სხვა სტატიები