იჯარა ესპანეთში: ლევანტეს ლა ლიგაში დასარჩენად ქოჩორაშვილის დაბრუნება სურს
ესპანური მედია საქართველოს ნაკრებისა და ლისაბონის სპორტინგის ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ საუბრობს.
fichajes წერს, რომ ლევანტეს 26 წლის ქართველი ფეხბურთელის იჯარის წესით დაბრუნება სურს და ამის გაკეთებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდება.
ლევანტე ლა ლიგაში დასარჩენად იბრძვის და საამისოდ სეზონის შუაში შემადგენლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
გიორგი ქოჩორაშვილი ლევანტეს შემადგენლობაში 2019-დან 2025 წლამდე ირიცხებოდა და 66 მატჩში 9 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. მასთან ერთად, ვალენსიურმა გუნდმა ლა ლიგაში აღზევება შეძლო.
2025 წლის ზაფხულიდან გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის სპორტინგის ფეხბურთელია, მაგრამ პორტუგალიის გასული 2 სეზონის ჩემპიონი გუნდის შემადგენლობაში სათამაშო დროის მოპოვება უჭირს.