Belive

კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - 21-წლამდელთა ნაკრების მცველი სპეციას დაუკავშირეს

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი, ივა გელაშვილი სერია A-დან წინა სეზონში დაქვეითებულ "სპეციას" დაუკავშირეს.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფეხბურთო ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო საკუთარ ვებ-გვერდზე წერს, რომ 22 წლის ცენტრალური მცველი "სპეციასთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს და დიდი ალბათობით, მალე სწორედ ლიგურიულ კლუბს შეუერთდება.

ნიჭიერი ფეხბურთელი ჩეხეთში აღიზარდა და პრაღის "სპარტას" აკადემიის დასრულების შემდეგ მთავარ გუნდში ითამაშა, მოგვიანებით კი სამშობლოში დაბრუნდა და "დინამო ბათუმის", ბოლნისის "სიონის" და "საბურთალოს" შემადგენლობის წევრი გახლდათ.

ქართველი ფეხბურთელი ამჟამად "დინამო ბათუმის" წევრია, თუმცა იჯარის წესით "საბურთალოში" თამაშობს და საქართველოს ეროვნული ლიგის სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, მან 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე დასამახსოვრებელი შეხვედრების ჩატარება შეძლო.

სხვა სტატიები