"გელოდებით იბერიას მატჩზე" - გიორგი ქოჩორაშვილი გულშემატკივარს მიმართავს
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა უეფას ევროპის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის წინ, თავისი მშობლიური გუნდი, "იბერია 1999" გაამხნევა.
"როგორც მოგეხსენებათ, ქართული გუნდები ევროასპარეზზე გამოდიან. 25 ივლისს თბილისის "იბერია 1999" ალბანურ "პარტიზანს" უმასპინძლებს. ძალიან მინდა გთხოვოთ, რომ მიხვიდეთ სტადიონზე და ჩვენს ბიჭებს ის მხარდაჭერა გაუწიოთ, რასაც ყოველთვის ახერხებთ. საკლუბო ფეხბურთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მოგიწოდოთ, რომ 25 ივლისს სტადიონზე მივიდეთ და ჩვენი ბიჭები გავამხნევოთ, რადგან მათ ეს ძალიან სჭირდებათ. შეხვედრამდე, 25 ივლისს, ყველანი "იბერიას" ვგულშემატკივრობთ", - ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი გუნდის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
"იბერია 1999" უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ "პარტიზანს" შეხვდება. ქართული გუნდი პირველ მატჩს 25 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.