Belive

ვილი სანიოლი: "შემადგენლობაში ცვლილებები იქნება, მაგრამ მოედანზე გამარჯვებისთვის, საბრძოლოდ გავალთ"

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის B და C დივიზიონებს შორის გასამართ პლეი-ოფში, სომხეთთან საპასუხო მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი პრესკონფერენციას მართავს და მოახლოებული შეხვედრის შესახებ საუბრობს.

"ლუკა ლოჩოშვილი სომხეთთან საპასუხო მატჩში განაცხადში არ იქნება, მას სერიოზული ტრავმა არ აქვს, მაგრამ აღდგენისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის საჭირო ასეა. ჩვენ მას მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს.

გურამ კაშია გვიბრუნდება, მაგრამ ტაქტიკური ცვლილებები ამის გამო არ იქნება. ის ტაქტიკური მონახაზი, რაც სომხეთთან საწყის მატჩში ვაჩვენეთ, მანიშნებელია იმისა, თუ როგორ თამაშს ვაპირებთ სამომავლოდ თამაშს. გურამს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და მას ამ სქემასთან ადაპტირება არ გაუჭირდება.

ვფიქრობ, საპასუხო მატჩში მოტივაციის პრობლემა ნამდვილად არ იქნება. შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება გვექნება, ამიტომ ფეხბურთელები, რომლებსაც თამაშის საშუალება მიეცემათ, კონკურენციას მშვენივრად აცნობიერებენ და იციან, რომ თუ მოტივირებულები არ იქნებიან, მათი შანსები შემცირდება.

მე, როგორც მწვრთნელი პრივილეგირებული ვარ, რადგან მაქვს შესაძლებლობა, რომ ყველა პოზიციაზე რამდენიმე კარგი ფეხბურთელი მყავდეს.

მეკარის პოზიციას მართვა ყოველთვის განსხვავებულია, ამიტომ, მე გადავწყვიტე, რომ ხვალინდელ მატჩშიც გიორგი მამარდაშვილი ძირითად ითამაშებს, ივნისის თვეში კი, ამხანაგურ შეხვედრებში, ლუკა გუგეშაშვილი ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ლუკა ლაცაბიძე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და მისი წინსვლით კმაყოფილი ვარ. გარკვეული ცვლილებები გვექნება, მაგრამ არ ვთვლით, რომ ყველაფერი უკვე გარანტირებულია და ამის გამო, შემადგენლობის სრულ გადახალისებას არ ვაპირებთ. მოედანზე მაქსიმალურად საბრძოლო შემადგენლობით გამოვალთ და გამარჯვების მოპოვებას შევეცდებით.

ჩემი ძმა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, ყველაფერი მასზე იქნება დამოკიდებული, მთავარია შრომა გააგრძელოს, ოცნება და მიზანი ჰქონდეს, საკუთარ თავზე იმუშაოს და მჯერა, ყველაფერი გამოუვა.

იტალია ფეხბურთელის განვითარებისთვის შესანიშნავი ადგილია და ძალიან მიხარია, რომ ხვიჩამ იქ დიდი კვალი დატოვა, ასევე, ბედნიერი ვარ, რომ ლუკა ლოჩოშვილს, გიორგი კვერნაძეს, საბა გოგლიჩიძეს და სხვებს ამ ქვეყნის ჩემპიონატში წინსვლა აქვთ", - ამბობს ვილი სანიოლი.

საქართველოს ნაკრები სომხეთს 23 მარტს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები