კიდევ ერთი ახალწვეული: იბერიამ ჩემპიონთა ლიგის წინ სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, იბერია 1999-მა კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატა.
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ, ქართულმა გუნდმა 2 ახალწვეული უკვე წარადგინა: არმელ ზოური და ანეს რუშევიჩი, ახლა კი მათ რიგებს, სლოვენიელი მატიჩ ვრბანეციც შეუერთდა.
მატიჩ ვრბანეცი 28 წლის ნახევარმცველია, რომელიც აქამდე თავისი ქვეყნის სამ გუნდში, ალუმინიში, ცელიესა და მურაში თამაშობდა, 2024 წელს კი ჩემპიონიც გახდა. მას სლოვენიის 18, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების შემადგენლობაში 17 მატჩი აქვს ჩატარებული და 6 გოლი გატანილი.
იბერია 1999 შვედურ მალმიოს ორმატჩიანი დუელის საწყისი მატჩის ეგიდით 8 ივლისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს, საპასუხო შეხვედრა კი 15 რიცხვში გაიმართება.