Belive

ხვიჩა კვარაცხელია: "ვამაყობ, რომ ქართველი ვარ და მინდა ჩემს ქვეყანას დავეხმარო"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და პსჟ-ს ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია Sky Sport-ის იტალიურ ვერსიასთან მოახლოებული უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ და სხვა საინტერესო თემების შესახებ საუბრობს.

"ვიცი, რამდენად ძლიერი გუნდია მილანის ინტერი, მაგრამ პსჟ-ს ჩემი რჩევა არ სჭირდება. მეტოქის გაანალიზებაში პსჟ-ს ჩემი დახმარება არ სჭირდება, ისინი თამაშებს უყურებენ და არჩევენ. უბრალოდ, რადგან მათ წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია, შემიძლია გარკვეული ინფორმაცია გავაზიარო. ვიცი, რამდენად ძლიერია "ინტერი".

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მისასვლელად ბევრი ვიმოგზაურეთ. რთული მომენტების გადალახვა მომიწია და ეს ფეხბურთელის კარიერაში უმნიშვნელოვანესია. მე ყოველთვის თან დამაქვს ჩემი სამშობლო, საქართველო, ის მეხმარება და ბევრ რამეს მაძლევს. ვამაყობ, რომ ქართველი ვარ და მინდა დავეხმარო ჩემს ქვეყანას, რადგან ქართველი ფეხბურთელისთვის რთულია ევროპის წამყვან ლიგაში მოხვედრა.

პსჟ-ში გადმოსვლის შემდეგ, ვერ წარმოვიდგენდი რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასე მალე გასვლას მოვახერხებდით. ბედნიერი ვარ, რომ ამ საოცნებო მატჩში მონაწილეობის შესაძლებლობა მაქვს", - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

24 წლის ქართველმა ვარსკვლავმა პსჟ-ში გადასვლის შემდეგ ლიგა 1-ის ჩემპიონობა უკვე იზეიმა და კიდევ 3 ტიტულის მოგების შანსი აქვს: ქვეყნის თასის და უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში კვარას გუნდი უკვე გასულია, ხოლო ნაპოლი იტალიის ჩემპიონობამდე ერთ მატჩშია.

სხვა სტატიები