Belive

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძვის

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელია კარიერაში მეოთხედ იტალიის სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვებისთვის იბრძოლებს.

იტალიის ჩემპიონატში აგვისტოს თვის საუკეთესოობისთვის ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენტები "ტორინოს" ცენტრალური მცველი, კოკო, "ატალანტას" ცენტრალური თავდამსხმელი, მატეო რეტეგი, მილანის "ინტერის" ფორვარდი, მარკუს ტურამი, ტურინის "იუვენტუსის" შემტევი, დუშან ვლაჰოვიჩი და "პარმას" მარჯვენა ფლანგის გარემარბი, დენის მანი არიან.

23 წლის ქართველი ვარსკვლავისთვის გულშემატკივარს ხმის მიცემა შეუძლია და ამისთვის მითითებულ ბმულზე გადასვლაა საჭირო.

აღნიშნული ჯილდო ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში სამჯერ აქვს მოგებული, ამაზე მეტი კი მხოლოდ პაულო დიბალას აქვს (4). გაამრჯვების შემთხვევაში ხვიჩა კვარაცხელია საწყის პოზიციაზე დაბრუნდება.

სხვა სტატიები