ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
11 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
კიდევ ერთხელ 2023/24 წლების სეზონში, საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტატისტიკური პლატფორმის, whoscored-ის მონაცემებით, 23 წლის ქართველი შემტევი სათამაშო კვირის საუკეთესო მოთამაშეებს შორის პაულო დიბალას, რომელუ ლუკაკუს და სხვა ვარსკვლავებთან ერთად მოხვდა.
27-ე ტურში "ნაპოლიმ" ერთ-ერთი პრინციპული მეტოქე, ტურინის "იუვენტუსი" საშინაო კედლებში - 2:1 დაამარცხა. პირველი გოლის გატანა სწორედ ხვიჩა კვარაცხელიამ მოახერხა.
ხვიჩა კვარაცხელიას 2023/24 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე "ნაპოლის" შემადგენლობაში 35 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და 5 საგოლე პასი გაკეთებული.