ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სექტემბრის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სექტემბრის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, საუკეთესო თერთმეტეული Whoscored-მა შეადგინა. აღნიშნულ ჩამონათვალში ქართველ ფეხბურთელს 7.5 შეფასება აქვს. კვარამ სექტემბრის თვეში სერია A-ს ეგიდით 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
საუკეთესო თერთმეტეული სრულად ასე გამოიყურება:
მეკარე: მაიკ მენიო ("მილანი") - 7.3
მცველები: ჯოვანი დი ლორენცო ("ნაპოლი") - 7.6, არდიან ისმაილი ("ემპოლი") - 7.6, ბრემერი ("იუვენტუსი") - 7.4, ტეო ერნანდესი ("მილანი") - 7.9
ნახევარმცველები: კრისტიან პულისიჩი ("მილანი") - 7.6, ნიკო პაზი ("კომო") - 7.6, ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი") - 7.5, რაფაელ ლეაო ("მილანი") - 7.9
თავდამსხმელები: სანტიაგო კასტრო ("ბოლონია") - 7.8, ადემოლა ლუკმენი ("ატალანტა") - 7.7