Belive

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა საფეხბურთო მედია საშუალება GOAL-ის იტალიურმა ვერსიამ სერია A-ს მე-11 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

"მილანთან" მოგებულ მატჩში (2:0) 23 წლის ქართველმა ვარსკვლავმა გოლის გატანა შეძლო, თავის გუნდს დაცვასა და შეტევაში დაეხმარა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ახლა კი პრესტიჟულმა გვერდმა საუკეთესო თერთმეტეულში მოახვედრა.

მეთერთმეტე სათამაშო კვირის საუკეთესო გუნდში ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" ერთადერთი წარმომადგენელი გახლავთ.

"გოლი კვარაცხელია სტილში: ფლანგიდან ცენტრისკენ შემოწევა და ზუსტი დარტყმა მენიოს კარში 2:0. ჩემპიონატის ლიდერმა მილანში მორიგი გამოცდა ჩააბარა", - წერს GOAL.

2024/25 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს 11 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული. რაც შეეხება გუნდს, ნეაპოლელები იტალიის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობენ.

სხვა სტატიები