Belive

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მეოთხე ტურის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა

3 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

სერია A-ს მე-4 ტურის შეხვედრაში "ნაპოლი" "კალიარის" ესტუმრა და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა 0:4 გაიმარჯვა. ქართველმა ფეხბურთელმა 66-ე წუთზე ჯერ გოლი გაიტანა, ხოლო 70-ე წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა. კვარამ ორივე გუნდის რიგებში, საუკეთესო შეფასება დაიმსახურა

ხვიჩა კვარაცხელია Sofascore-მა და Whoscored-მა ტურის საუკეთესო თერთმეტეულში შეიყვანა, გუნდი სრულად კი ასე გამოიყურება:

Sofascore

მეკარე: ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი - 8.2 ("ტორინო")

მცველები: ალესანდრო ბონჯორნო - 8.3 ("ნაპოლი"), ფედერიკო გატი - 7.9 ("იუვენტუსი"), ჯოვანი დი ლორენცო - 8.0 ("ნაპოლი")

ნახევარმცველები და შემტევები: ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა - 7.6 ("ნაპოლი"), ხვიჩა კვარაცხელია - 8.7 ("ნაპოლი"), ადემოლა ლუკმენი - 9.1 ("ატალანტა"), შარლე დე კეტელარე - 8.5 ("ატალანტა"), კრისტიან პულიშიჩი - 8.5 ("მილანი")

თავდამსხმელები: რომელუ ლუკაკუ - 8.2 ("ნაპოლი"), ფლორიან ტოვენი - 9.6 ("უდინეზე")

სერია A-ს მეოთხე ტურის საუკეთესო თერთმეტეული

Whoscored

მეკარე: ალექს მერეტი - 7.96 ("ნაპოლი")

მცველები: ალესანდრო ბონჯორნო - 8.78 ("ნაპოლი"), ჯოვანი დი ლორენცო - 8.60 ("ნაპოლი"), ტეო ერნანდესი - 8.11 ("მილანი"), ემერსონ როიალი - 7.50 ("მილანი")

ნახევარმცველები და შემტევები: ხვიჩა კვარაცხელია - 8.84 ("ნაპოლი"), ადემოლა ლუკმენი - 9.40 ("ატალანტა"), კრისტიან პულიშიჩი - 8.52 ("მილანი"), რაფაელ ლეაო - 7.93 ("მილანი")

თავდამსხმელები: რომელუ ლუკაკუ - 8.59 ("ნაპოლი"), ფლორიან ტოვენი - 8.83 ("უდინეზე")

სხვა სტატიები