Belive

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო თერთმეტეულშია: პსჟ-ს ძირითადი შემადგენლობა ტოტენჰემთან მატჩში

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, პსჟ ახალი სეზონის ლიგის ფაზის მეხუთე ტურში, საშინაო კედლებში ტოტენჰემს უნდა შეხვდეს.

2025 წლის ევროპის სუპერ თასის მონაწილე გუნდების შეჯიბრებაში ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია.

პსჟ-ს შემადგენლობა ტოტენჰემთან მატჩში: ლუკას შევალიე, ვარენ ზაირე-ემერი ვილიან პაჩო, მარკინიოსი, ნუნუ მენდეში, ვიტინია, ჟოაო ნევეში, ფაბიან რუისი, ხვიჩა კვარაცხელია, ქუენტინ ნჯანდტოუ, ბრედლი ბარკოლა

მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე

პსჟ-სა და ტოტენჰემის მატჩი 27 ნოემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე უნდა დაიწყოს.

სხვა სტატიები