ხვიჩა კვარაცხელია: "ნეაპოლში ძალიან ვუყვარვარ, აქ ისე ვარ, როგორც სახლში"
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ნეაპოლის შესახებ კომენტარი გააკეთა.
იტალიის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში, ფეხბურთელები იმ ქალაქებზე საუბრობენ, რომელშიც ცხოვრობენ და თამაშობენ. 23 წლის ქართველი ვარსკვლავი ფილმში ნეაპოლს ვნებიან ქალაქს უწოდებს და ამბობს, რომ აქ თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.
"ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. სახლი ყოველთვის მენატრება, მაგრამ ნეაპოლიც ჩემს სახლად იქცა. ნეაპოლი ვნებიანი ქალაქია, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს, ასეთ რამეს სხვაგან ვერ ნახავთ. აქ მე ძალიან ვუყვარვარ", - ამბობს ქართველი ფეხბურთელი.
მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში სერია A-ში 11 შეხვედრაში 5 გატანილი გოლი და 2 საგოლე პასია. ის სექტემბრის თვეში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.