Belive

ხვიჩა კვარაცხელია ლიგა 1-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

2 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელია "პსჟ-ში" სადებიუტო მატჩის კვირაშივე ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

23 წლის ქართველი ფეხბურთელი ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა ტურის სიმბოლურ თერთმეტეულში შეიყვანა.

ქართველმა ვარსკვლავმა "რეიმსთან" ფრედ (1:1) ნათამაშებ მატჩში უსმან დემბელეს საგოლე პასი გაუკეთა, რამდენიმე წარმატებული დრიბლინგი განახორციელა და კარგი შეფასებაც დაიმსახურა.

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა შემდეგი მატჩი ჩემპიონატში თებერვლის საწყის დღეს, "ბრესტთან", სტუმრად უნდა ჩაატაროს, შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

View this post on Instagram

A post shared by Ligue 1 McDonald’s (@ligue1mcdonalds)

სხვა სტატიები