Belive

ნაპოლის სპორტული დირექტორი" იძულებულები გავხდით, კვარა პსჟ-ში გაგვეშვა"

3 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ნაპოლის" სპორტული დირექტორი, ჯოვანი მანა, 2025 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის შემაჯამებელ პრესკონფერენციას მართავს, სადაც სხვა თემებთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ-ში" ტრანსფერის შესახებ საუბრობს.

"გვინდა, რომ კონკრეტული საკითხები განვმარტოთ, რომელიც შესაძლებელია ახლა გაურკვევლად ჩანს. გვსურს ჩვენი სახე ვაჩვენოთ და 2025 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს განვითარებული მოვლენები შევაფასოთ.

კვარა? მადლობას ვუხდით მას იმისთვის, რაც ქალაქისა და გუნდისთვის გააკეთა. გარკვეულწილად რთული ვითარება არსებობდა, რომლის გადაჭრასაც ივლისში, ნოემბერსა და დეკემბერში შევეცადეთ, მაგრამ იანვარში მისი გაყიდვა გადავწყვიტეთ, რადგან ფეხბურთელის სურვილმა და მის გარშემო არსებულმა გარემოებებმა ეს გვიბიძგა.

კვარა მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომლის შესაბამისი პარამეტრების მქონე მოთამაშის მოყვანა ზამთარში ძალიან რთულია", - ამბობს ჯოვანი მანა.

ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლიში" ორწელიწადნახევარი გაატარა, 107 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 30 გოლის გატანა და 29 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, გუნდს 32-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონატი ისტორიაში მესამედ მოაგებინა, "პსჟ-ს" კი მისი ტრანსფერი 75 მილიონი ევრო დაუჯდა.

სხვა სტატიები