Belive

ხუთ ქვეყანაზე წინ: როგორია ევრო 2024-ის მონაწილე ნაკრებების ღირებულება?

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

18 ივნისიდან, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას და ეს არსებობის ისტორიაში პირველი დიდი ტურნირი იქნება, რომელზეც ჩვენი გუნდი ითამაშებს.

ტურნირზე მონაწილე 24 ნაკრების ჯამური სატრანსფერო ღირებულებით, Transfermarkt სიას ადგენს, რომელშიც, ლიდერი ინგლისი გახლავთ. ევროპის ვიცე-ჩემპიონის ღირებულება 1.47 მილიარდი ევრო გახლავთ და საფრანგეთისა (1.21) და პორტუგალიის (1.06) ნაკრებებთან ერთად იმ სამ გუნდს შორისაა, რომელთა საფასურიც სულ მცირე მილიარდ ევროს აღემატება.

რაც შეეხება ჩვენს გუნდს, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა ჯამური ღირებულება 156.50 მილიონ ევროს შეადგენს და ამ კუთხით, ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ხუთ ქვეყანას უსწრებს, ესენია: ჩეხეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ალბანეთი და რუმინეთი.

F ჯგუფში ჩვენს სამ მეტოქეზეც მოგახსენებთ. ჩეხეთის ნაკრები 146.65 მილიონ ევროდ ფასობს, თურქეთი 303.45 მილიონ ევროდაა შეფასებული, პორტუგალიელებზე კი უკვე ვისაუბრეთ და მათი საფასური ტურნირზე მონაწილეთა შორის მესამე საუკეთესო შედეგია.

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე პირველ მატჩს 18 ივნისს, დორტმუნდში, "სიგნალ იდუნა პარკზე", თურქეთთან გამართავს.

სხვა სტატიები