Belive

კარლსრუეს მწვრთნელმა ბუდუ ზივზივაძე და რუდი ფიოლერი ერთმანეთს შეადარა

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"კარლსრუეს" მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან აიხნერმა, თავისი გუნდისა და საქართველოს ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაძის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"გერმანიის სტადიონებზე არის ჯერ რუდი ფიოლერი და შემდეგ ბუდუ ზივზივაძე. გულშემატკივრებს ისე უყვართ ბუდუს სახელის წარმოთქმა და გამოსახვა, როგორც რუდი ფიოლერის. ორივე შემთხვევაში, განვრცობითი "უ-ს" გამოყენებით. ეს არის ორი სახელი, რომელიც გონებაში ამ მხრივ ჩამრჩა.

წინა მატჩის შემდეგ, ბუდუ ზივზივაძე კიდევ უფრო მეტად შეგვიყვარდა. წინა სეზონში ჩვენ იმ მხრივაც ვიყავით გამორჩეული, რომ გოლების რაოდენობა ბევრ ფეხბურთელზე გადავანაწილეთ", - ამბობს "კარლსრუეს" მთავარი მწვრთნელი.

ბუდუ ზივზივაძისთვის აღნიშნული სათამაშო კვირა, სეზონის სადებიუტო მატჩში შესრულებული ჰეთ-თრიკით აღმოჩნდა გამორჩეული.

საწყის ტურში მოპოვებული სამი ქულის შედეგად "კარლსრუე" ჩემპიონატის 8 თანალიდერს შორისაა, მომდევნო მატჩს გუნდი "დიუსელდორფთან" 10 აგვისტოს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები