გვარდიოლამ მარსელინოს აჯობა | გიორგი მიქაუტაძის შეფასება სიტისთან მატჩში
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის, ლიგის ფაზის მესამე ტურის შეხვედრაში, ვილიარეალმა, საშინაო კედლებში, ლა სერამიკაზე მანჩესტერ სიტისთან ითამაშა. შეხვედრა პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა გუნდმა (0:2) მოიგო.
გიორგი მიქაუტაძე მასპინძელი გუნდის სასტარტო თერთმეტეულში გახლდათ და მეორე ტაიმში შეცვალეს. მან Flashscore-ს ვერსიით 6 კოეფიციენტით შეფასება დაიმსახურა. Sofascore-მ ჟორჟი 6.7 ქულით, ხოლო Whoscored-მა 6.08 ქულით შეაფასა.
ვილიარეალს 3 ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და ლიგის ფაზის სატურნირო ცხრილში გადათამაშების ზონის მიღმაა. შემდეგ მატჩს ქართველი ფეხბურთელის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე 5 ნოემბერს, პაფოსთან სტუმრად გამართავს.