Belive

მაიკლ ო'ნილი: "საქართველოს ნაკრები განვითარების დონით 5 წლით გვისწრებს"

3 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მაიკლ ო'ნილი უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის ახალი სეზონის საწყის მატჩში საქართველოს ნაკრებთან შეხვედრის წინ, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენციას მართავს და მოახლოებული შეხვედრის შესახებ საუბრობს.

"იმ გუნდიდან რომლითაც თბილისში ჩამოვედით, ყველა ჯანმრთელადაა, ტრავმა არავის აწუხებს და გუნდში კარგი განწყობაა.

შესანიშნავი სასტუმრო გვაქვს, მომზადებაში პრობლემა არაფერს შეუქმნია. მგონია, რომ ხანგრძლივმა მგზავრობამ პრობლემა არ უნდა შეგვიქმნას.

ვფიქრობ, უმაყურებლოდ თამაში არავის გვიხარია, მაგრამ ეს უფრო მეტად დაბრკოლება შესაძლებელია საქართველოს ნაკრებისთვის გამოდგეს.

საქართველოს არაერთი კარგი ფეხბურთელი ჰყავს და ისინი განვითარების დონით 5 წლით გვისწრებენ. ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო დონის ფეხბურთელია, ჩემი აზრით, წინა სეზონში ის უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშე გახლდათ. კვარა ისეთი დონის ფეხბურთელია, როგორებიც არიან კილიან მბაპე, მაიკლ ოლისე და სხვები. რა თქმა უნდა შევეცდებით, რომ მას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ.

ვფიქრობ ახალი ფორმატი დადებითია. წინა წლებთან შედარებით ჩემპიონატებში საწყისი ტურების შემდეგ სანაკრებო შესვენება გვიწევდა, ვფიქრობ ეს ფორმატი უფრო მისაღებია.

ერთა ლიგის ეს გათამაშება ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპამდე მოსამზადებლად საკმაოდ დიდი გამოცდილება და გამოწვევაა. შეიძლება ელიტურ ნაკრებებს არ ვეთამაშებით, მაგრამ კარგ გუნდებთან შეხვედრა გვიწევს.

ჩვენ ძალიან ახალგაზრდული გუნდი ვართ. ფეხბურთელების უმეტესობას სანაკრებო გამოცდილება მხოლოდ ახალგაზრდულ დონეზე გააჩნიათ, მაგრამ ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები.

საქართველოს ნაკრები დეტალურად გავაანალიზეთ. ვნახეთ ის ასპექტები, რომელსაც შევეცდებით ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. მთავარი ყურადღება როგორც ყოველთვის საკუთარ უპირატესობებზე გვექნება გადატანილი. 

ძალიან თანაბარი ჯგუფია, სადაც შესაძლოა უნგრეთი ფავორიტად მიიჩნევა, მაგრამ დადებითი შედეგის შანსი ყველასთან გვექნება.

ჯორჯ ბესტი ფეხბურთისთვის საკულტო ფიგურაა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა რუკაზე მონიშნა. მან ფეხბურთის უმაღლესი დონე აჩვენა. სამწუხაროა, რომ ის ამჟამად ჩვენს გუნდში არ იმყოფება. დიდი პრივილეგიაა, რომ ჩვენნაირ პატარა ქვეყნებს ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ჯორჯ ბესტი და ხვიჩა კვარაცხელია არიან. საქართველოს ასევე ჰყავდა უმაღლესი დონის ფეხბურთელი, გიორგი ქინქლაძე", - ამბობს მაიკლ ო'ნილი.

საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას 25 სექტემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე უნდა დაიწყოს.

სხვა სტატიები