Belive

Judoinside: "ტედი პარიზში ფავორიტი იქნება, თუმცა თუშიშვილს მისი დამარცხება შეუძლია..."

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

7 აპრილს, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი ლეგენდარული და უძლიერესი ძიუდოისტი - ტედი რინერი, 35 წლის გახდა და მას "Judoinside"-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა.

"ტედი რინერი იგივენაირი დომინანტი იქნება პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, როგორიც 2012 და 2016 ოლიმპიურ თამაშებზე იყო.

ასაკის მატებასთან ერთად, მისი მოძრაობები გაცილებით ნელი ხდება და ის უკვე აღარ არის დარწმუნებული თავის დიდებულ ტექნიკაში, როგორიცაა უჩიმატა და ჰარაი-გოში. მიუხედავად ამისა, ის კვლავ რჩება ოქროს მოპოვების მთავარ ფავორიტად პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე.

თუმცა ძველ წლებთან შედარებით, უნდა გავიხსენოთ, რომ იგი დაუმარცხებელი აღარ არის და ეს ყველაფერი ტოკიოს ოლიმპიურმა თამაშებმა ნათლად აჩვენა.

ტასოევი ამჟამად ოლიმპიური რეიტინგის პირველ ადგილზეა და რა თქმა უნდა საფრთხეს შეუქმნის რინერს. თუმცა, მან ცოტა ხნის წინ წააგო თანამემამულე ტამერლან ბაშაევთან, რომელმაც 2021 წელს ტოკიოს ოლიმპიადის მეოთხედფინალში დაამარცხა რინერი. მას შემდეგ არც რინერსა და ბაშაევს შორის განმეორებითი მატჩი არ ყოფილა..." - Judoinside

Judoinside-მა, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ტედი რინერის პირველ დამმარცხებლად საერთაშორისო დროშის ქვეშ მოასპარეზე - ტამერლან ბაშაევი/ინალ ტასოევი მიიჩნიეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორივე მათგანს აქვს ოლიმპიური ლიცენზია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი მათგანი იასპარეზებს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე.

ცნობილ ძიუდოს გვერდს არც გურამ თუშიშვილი გამორჩენია - მათ აღნიშნეს, რომ გურამ თუშიშვილთან ტედი რინერი მუდამ ფავორიტია, თუმცა ტედისთვის ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა კარიერაში.

"ტედი რინერის ერთ-ერთი მთავარი მეტოქე გურამ თუშიშვილი იქნება, რომელთანაც ფრანგს ურთიერთბრძოლებში 3:0-ზე აქვს უპირატესობა, მაგრამ მას მუდმივად უჭირს თუშიშვილთან ჭიდაობა.

ბოლოს თუშიშვილმა ტედი რინერს საკუთარ კედლებში მოუგო, თუმცა ეს გამარჯვება მოგვიანებით გაუქმდა.

ასე რომ, ტედი ქართველ ვიცე-ოლიმპიურ ჩემპიონს უნდა უფრთხილდეს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც გურამ თუშიშვილი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება, ტედი რინერი კი უკვე ასაკშია..." - Judoinside

Judoinside-ს აზრით, პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდე, ტედი რინერის მთავარი მეტოქეები შემდეგი ფალავნები იქნებიან:

  1. ინალ ტასოევი/ტამერლან ბაშაევი (ნეიტრალური)

  2. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)

  3. ალიშერ იუსუპოვი (უზბეკეთი)

  4. გურამ თუშიშვილი (საქართველო)

  5. მარტი პუუმალაინენი (ფინეთი)

  6. ტაცურუ საიტო (იაპონია)

სხვა სტატიები