Belive

ინლერი: "ჩაკვეტაძეს შეუძლია სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს"

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც უოტფორდიდან სერია A-ს კლუბ უდინეზეში გადავიდა, იტალიურ კლუბში პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა. მან გუნდის ტექნიკურ დირექტორთან და ვეტერან ფეხბურთელთან - გოკჰან ინლერთან ერთად პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"იტალიაში თამაში ჩემი ოცნება იყო. ვოცნებობდი სერია A-ზე. უდინეზე დიდი კლუბია, მდიდარი ისტორიით და ძალიან მიხარია, რომ აქ ვიმყოფები.

მოედანზე ჩემი საყვარელი პოზიცია ცხრიანია, თავდამსხმელის უკან. შემიძლია ვითამაშო ფლანგზე ან ნახევარდაცვის ცენტრში. რაც შეეხება ჩემს ტრავმას, ვმუშაობ, რამდენიმე დღეში უკვე სირბილს შევძლებ, რამდენიმე კვირის შემდეგ კი იმედი მაქვს, რომ გუნდსაც შევუერთდები.

ჩემი ახალი თანაგუნდელებიდან ძანიოლოს გამოვარჩევ - ბრწყინვალე მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია გოლის გატანაც, დრიბლინგის შესრულებაც. დიდებული მცველია სოლეტი. გუნდში არაერთი კარგი ფეხბურთელია. ბევრი გოლის გატანას ახერხებდა დევისი და მისი დონე ვარჯიშებზეც ჩანს.

სერია A-ს რამდენიმე თამაში ვნახე. ბევრი გუნდი ხუთკაციან დაცვას იყენებს. ამ ლიგაში ტაქტიკას უდიდესი ყურადღება ექცევა და ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება." - გიორგი ჩაკვეტაძე

ასევე გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ინლერმაც ისაუბრა, რომელიც კლუბის ტექტნიკური დირექტორია.

"მის თამაშს ჯერ კიდევ უოტფორდში ვადევნებდი თვალს. ჩაკვეტაძეს აქვს სწორი მენტალიტეტი და საჭირო გამოცდილება. ის ძლიერი ფეხბურთელია, ვისაც უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია. თუ ის მის სათამასო ინტელექს შესაბამისად გამოიყენებს, მას შეუძლია, რომ სერია A-ში ყველაზე არაპროგნოზირებადი და ერთ-ერთი საუკეთესო იყოს. მე მზად ვარ, მას ადაპტაციაში 100%-ით დავეხმარო." - გოკჰან ინლერი

ქართველი ნახევარმცველი უდინეზეს ზაფხულის პირველი ახალწვეული გახდა, თუმცა ამჟამად მარჯვენა ფეხის ტრავმის (მეტატარზალური ძვლის მოტეხილობა) გამო აღდგენით პროცესს გადის და ცდილობს კომოსთან ჩემპიონატის სადებიუტო მატჩისთვის მწყობრში ჩადგეს.

სერია A-ს ახალი სეზონი სტარტს 23 აგვისტოს აიღებს, სადაც პირველ ტურში უდინეზე კომოს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები