JUDOINSIDE ბექაურზე: "გამარჯვების მენტალიტეტი და ავადმყოფურად მებრძოლი სული"
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
დღევანდელი დღე საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. ლაშა ბექაურმა ფინალში სანშირო მურაო დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
ლაშა ბექაურის 2-გზის ოლიმპიურ ჩემპიონობასა და ტრიუმფს, ძიუდოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი გამოცემა "Judoinside" გამოეხმაურა.
"ბექაურისა და სანშირო მურაოს ფინალი იყო საოცნებო ბრძოლა, რომელსაც წელს პარიზში ბევრი ელოდებოდა.
მურაო ძალიან სანახაობრივად გამოიყურებოდა მთელი დილის სესიის განმავლობაში, მან ალბათ ყველაზე საშიში შთაბეჭდილება დატოვა და მზად იყო, რომ სახლში ოლიმპიური ოქროთი დაბრუნებულიყო, თუმცა ქართველ ჯადოქარს ნამდვილად ვერავინ გააკონტროლებს.
ლაშა ბექაური ის უიშვიათესი ძიუდოისტია, რომელსაც შეუძლია, ჩამორჩენის დროს, 2 ვაზარი გააკეთოს და მოიგოს, თანაც სად, ეს ყველაფერი ოლიმპიური თამაშების ფინალში მოხდა.
ალბათ კითხვის ნიშნები არავისთვის არსებობს, თუ რატომ ეძახიან ქართველ მებრძოლს - ჯადოქარს. ამ ზედმეტსახელს დღევანდელი დღის შემდეგ ლაშა ბექაურს უფრო ბევრი ადამიანი დაუძახებს.
24 წლის ასაკში 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონობა საგმირო საქმეა. მან დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 90 კგ წონით კატეგორიას მეფე ჰყავს და მისი სახელი და გვარი - ლაშა ბექაურია.
ის ჯიუტი ხასიათი, ბრძოლისუნარიანობა და ავადმყოფურად მებრძოლი სული მას ამ უდიდეს წარმატებაში ყველაზე მეტად ეხმარება.
ლაშა ბექაურის მოგზაურობა მეორე ოლიმპიურ ოქრომდე იყო არაჩვეულებრივი, რამაც ახალი თავი შესძინა საქართველოს წარჩინებულ ძიუდოს ისტორიას.
მისმა დღევანდელმა სიხარულმა, წარმატებამ და ემოციებმა ბევრი ქართველი ბავშვი შთააგონა. ასე რომ, მომავალში უფრო მეტ ქართველ ჩემპიონს უნდა ველოდოთ..." - ვკითხულობთ JUDOINSIDES-ს სტატიაში.
აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ლაშა ბექაური ქართული სპორტისა და ძიუდოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა. კერძოდ - ბექაური საქართველოს ძიუდოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელმაც 2-ჯერ შეძლო ოლიმპიური ოქროს მოგება.