UWW | გენო პეტრიაშვილი 2024 წლის საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ, 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა, სადაც თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 2024 წლის საუკეთესო მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი - გენო პეტრიაშვილი გახდა.
30 წლის ქართველმა სპორტსმენმა, 2024 წელი, 68 200 სარეიტინგო ქულით მსოფლიო რეიტინგის სათავეში დაასრულა.
United World Wrestling has announced the wrestlers of the year in Freestyle, Women's Wrestling and Greco-Roman. UWW’s 2024 Wrestler of the Year award winners are Geno PETRIASHVILI (GEO), Buse TOSUN (TUR) and Nao KUSAKA (JPN). https://t.co/dSgVS43Uwf pic.twitter.com/b3aapsUhfn
— The Wrestling Spot (@wrestlingspot1) December 17, 2024
2024 წელს გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი და ოლიმპიური ოქრო მოიპოვა, არადა მისთვის წელი რთულად დაიწყო.
გენომ ხორვატიაში ჩატარებულ საერთაშორისო შეჯიბრზე წარმატებას ვერ მიაღწია, რის შემდეგაც ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა და ფინალამდე უმარტივესაც იასპარეზა, თუმცა ფინალში ტაჰა აკგულთან დამარცხდა.
ამის შემდეგ კი პარიზის ოლიმპიადამდე ბოლო შეჯიბრი იყო (უნგრეთში), სადაც ძალიან კარგად დაიწყო ასპარეზობა, თუმცა ხელის ტრავმა მიიღო და პარიზის ოლიმპიადის წინ ჯანმრთელობა კიდევ უფრო არ დაიმძიმა, რის გამოც შეჯიბრს ჩაეხსნა (ტრავმა მიიღო ნახევარფინალში).
ამ ყველაფრის შემდეგ კი პარიზის ოლიმპიადის დროც დადგა, რომელიც მან ტრიუმფით დახურა და ნანატრი ოლიმპიური ოქროს მედალიც მოიპოვა.