JUDOINSIDE: "ბექაურმა დაამტკიცა რომ ზაფხულში ოლიმპიადის მეორედ მოგება შეუძლია..."
9 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
24 მარტს, თბილისის გრანდ სლემი ოფიციალურად დასრულდა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მესამე საშეჯიბრო დღეს, მამაკაცთა 3 წონითი კატეგორიიდან 2-ში ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა, კერძოდ კი 90 კგ-ში ოქროს მედალს ლაშა ბექაური, ხოლო +100 კგ წონით კატეგორიაში - გურამ თუშიშვილმა გაიმარჯვა.
თბილისის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა "Judoinside" ლაშა ბექაურზე საინტერესო სტატიას აქვეყნებს.
"მიუხედავად ყველაფრისა, თბილისის დიდ სლემზე 90 კგ წონითი კატეგორია ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის გამარჯვებით დასრულდა. მისი ქარიზმა და ტატამზე შესრულება ხიბლავდა მაყურებელს, რომლებიც ყოველი გამოჩენის დროს ხალისობდნენ და ამხნევებდნენ ოლიმპიურ ჩემპიონს.
ფინალში აზერბაიჯანელ ელჯან ჰაჯიევთან ბრძოლა საინტერესო არ გამოდგა, რადგან არასრულ 1 წუთში შეძლო მისი დამარცხება. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანელი, თავდაპირველად არ ითვლებოდა მედლის პრეტენდენტად, ჰაჯიევმა აჩვენა თავისი ძლევამოსილება, მანამდე კი პარიზში ფინალამდე მიაღწია. მხოლოდ თბილისის გრანდ სლემით ამ ყველაფერს ვერ ვიტყვით, თუმცა ლაშა ბექაურმა დაგვანახა, რომ მას შეუძლია 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ტიტული დაიცვას და ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ მოიგოს.
მთლიანობაში, ბექაურის ყოფნამ აღფრთოვანება და სიხარული მოუტანა თბილისელ მაყურებელს, რამაც თბილისის გრანდ სლემი სამახსოვრო მოვლენად აქცია ყველა მაყურებლისთვის..." - ვკითხულობთ Judoinside-ზე.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაური მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია. მან 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 90 კგ წონით კატეგორიაში, ფინალში გერმანელი მეტოქე - ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.