Belive

ვესტ ჰემმა მეცს პირველად მიმართა - გიორგი მიქაუტაძე პრემიერ ლიგაში?!

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრიტანული ყოველდღიური გამოცემა "The Guardian", საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "მეცის" ფორვარდის - გიორგი მიქაუტაძის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

ბრიტანულ გამოცემაში ვკითხულობთ, რომ 2022/2023 წლების სეზონის ევროპა ლიგის გამარჯვებულმა - ვესტ ჰემმა, 23 წლის ქართველი ფორვარდის შესახებ "მეცს" პირველი ოფიციალური წინადადებით მიმართა.

"The Guardian"-ის ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძის გარდა, ლონდონელების მთავარი სამიზნე, კანადელი - ჯონათან დავიდია.

გარდა ბრიტანული მედიისა, გიორგი მიქაუტაძისა და "ვესტ ჰემის" შესაძლო ტრანსფერის შესახებ, ცნობილი საიტი Transfermarkt.com ავრცელებს.

გიორგი მიქაუტაძემ ამ წამამდე რჩება ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირად. მის ანგარიშზე 3 გატანილი გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.

23 წლის ქართველი ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება €15 მილიონი ევროა, თუმცა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მისი სატრანსფერო ღირებულება საგრძნობლად მოიმატებს.

სხვა სტატიები