Belive

"ჯორჯ ბესტის მსგავსი ელიტური ვარსკვლავი, ეს იუნაიტედის იდეალური შანსია" - givemesport კვარაზე წერს

2 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბრიტანული სპორტული მედია საშუალება givemesport საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მანჩესტერ იუნაიტედში პოტენციური ტრანსფერის შესახებ საუბრობს. სტატიაში საუბარია იმის შესახებ, რომ მანჩესტერელებს მისი დამატების რეალური შანსი აქვთ.

"მანჩესტერ იუნაიტედს აქვს იდეალური შანსი, რომ ელიტური, ჯორჯ ბესტის მსგავსი ვარსკვლავი დაიმატოს.

მარცხენა გარემარბის დამატება შეიძლება იუნაიტედის ერთ-ერთი პრიორიტეტი გამოდგეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს და მაიკლ კერიკმა მიანიშნა კიდეც, რომ ეს არის პოზიცია, რომლის გაძლიერებაც მათ შეიძლება განიხილონ.

არსებობს მინიშნებები, რომ შესაძლოა, ის იმედგაცრუებულია შეტევის მარჯვენა ფლანგზე გადასვლით და არა მარცხნივ თამაშით.

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუნაიტედმა პსჟ-სთან კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები გამართა, რის შედეგადაც მარკუს რაშფორდს გუნდის დატოვება მოუწევდა.

მათეუშ კუნიას შთამბეჭდავი დასაწყისი აქვს ოლდ ტრაფორდზე, მაგრამ კვარაცხელიას მოყვანა კერიკის გუნდს სხვა დონეზე აიყვანს.

უდავოდ, ქართველი გარემარბი მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა ფლანგის შემტევია და ამ პოზიციაზე თამაში მისთვის უფრო ბუნებრივია, ვიდრე კუნიასთვის.

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო სტაფის ბრიტანელი წევრი, დევიდ უები, მას ელიტარულს უწოდებს და ჯორჯ ბესტს ადარებს. შესაძლოა. მიუხედავად იმისა, რომ კუნიას განსაკუთრებული შეცდომა არ დაუშვია, სისულელე იქნებოდა გაუმჯობესების ამ შესაძლებლობის იგნორირება", - წერს givemesport.

გასული დღეების განმავლობაში, ბრიტანულ მედიაში აქტიურად საუბრობენ, რომ პრემიერ ლიგის გრანდებს, ლონდონის არსენალს, ლივერპულს და მანჩესტერ იუნაიტედს ზაფხულში ქართველი ვარსკვლავის დამატების მცდელობა ექნებათ.

ხვიჩა კვარაცხელიას ამ სეზონში პსჟ-ს შემადგენლობაში 8 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები