"ჯოჯოხეთში გავგზავნე" - დე ლაურენტისმა რუდი გარსიას გაშვებაზე ისაუბრა
10 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას შესახებ ისაუბრა და მისი გათავისუფლების დეტალები გაიხსენა.
"ნაპოლის" მწვრთნელის რანგში მისი საფინალო მატჩის წინ, რუდი გარსიას ვკითხე დარწმუნებული იყო თუ არა თავის მიერ შერჩეულ შემადგენლობაში. მან მიპასუხა: "ნება მომეცით, ამ საქმეს თავად გავუმკლავდე". როდესაც ამ სიტყვებს ასეთი ტონით გეუბნებიან, ორი არჩევანი გაქვს, ან ჩუმად უნდა დაჯდე, ან ის ადამიანი გარეთ სასეირნოდ გააგზავნო.
შესვენების დროს გასახდელში ჩავედი და ვკითხე: რას აკეთებ? გინდა გაგათავისუფლონ? ამით ყველაფერი გადაწყდა. გარსია თავისი გადაწყვეტილებებით ყოველთვის მაკვირვებდა. საბოლოო ჯამში, მე ის ჯოჯოხეთში გავგზავნე", - თქვა "ნაპოლის" ხელმძღვანელმა.
რუდი გარსიამ 33-წლიანი პაუზის შემდეგ სერია A-ს მომგები ლუჩიანო სპალეტი 2023 წლის ზაფხულში შეცვალა. ფრანგმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს 16 მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც "ნაპოლიმ" 8 მოიგო, 4 წააგო, ხოლო 4 ფრედ დასრულდა.