Belive

"იყვნენ გუნდები, რომლებიც კვარას ტრანსფერით დაინტერესდნენ" - ნაპოლის სპორტული დირექტორი

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ Sky Sport-თან ინტერვიუში გუნდის რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე გაამახვილა ყურადღება, ერთ-ერთი ასეთი საკვანძო თემა ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტია:

მას (ხვიჩა კვარაცხელიას) ჯერ კიდევ აქვს 3 წელი კონტრაქტი. იყვნენ გუნდები, რომლებიც კვარას ტრანსფერით დაინტერესდნენ, მაგრამ ჩვენ გვინდოდა, რომ დარჩენილიყო. ახლა მის აგენტებთან კონტრაქტის გასაგრძელებლად ვმუშაობთ. - ჯოვანი მანა - "ნაპოლის" სპორტული დირექტორი

ანტონიო კონტეზე:

კონტეს აქვს დიდი ამბიციები და უმუშავია ბევრ დიდ კლუბში, ასე რომ, ეს აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენთვის. -

რომელუ ლუკაკუს მოსვლაზე:

ჩვენ ვიცით, რას მიაღწიეს მან და კონტემ ერთად ინტერში. მენეჯერის სურვილი მაშინვე გაირკვა და მოთამაშე ნეაპოლში სწრაფად გადმოვიდა. ახლა ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი შევქმნათ. -

მეკარე ალექს მერეტზე:

როგორც ჩვენ, ასევე მასაც გვაქვს სურვილი, რომ კონტრაქტი გავახანგრძლივოთ. ის მნიშვნელოვანი მეკარეა. -

ნაპოლის მოახლოებულ მატჩზე, იუვენტუსთან:

ეს იქნება შესანიშნავი მატჩი კარგად ორგანიზებულ გუნდთან, რომელმაც მნიშვნელოვანი ტრანსფერები გააკეთა. ისინი თამაშობენ როგორც სერია A-ს ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე. -

სერია A-ს ცხრილში "ნაპოლი" 4 ტურის შემდეგ 9 ქულით (3 მოგება და 1 მარცხი) პირველ პოზიციაზეა, შემდეგ შეხვედრას ნეაპოლელები "იუვენტუსის" წინააღმდეგ ჩაატარებენ, მატჩი 21 სექტემბერს გაიმართება.

ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები