Belive

ივნისის მეორე ამხანაგური მატჩისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია

14 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრები 2026 წლის რიგით მეოთხე მატჩს, ბაჰრეინის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

საქართველოს ნაკრების ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, 5 ივნისს, ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი აზიურ ნაკრებს შეხვდება, რომელთანაც ისტორიაში არასდროს უთამაშია.

ბაჰრეინთან შეხვედრამდე, საქართველოს ნაკრები ზაფხულის სანაკრებო პერიოდისას საწყის მატჩს 2 ივნისს, რუმინეთთან გამართავს.

2026 წელს საქართველოს ნაკრებმა 2 ამხანაგური შეხვედრა უკვე ჩაატარა და ისრაელთან ფრედ (2:2) ითამაშა, ლიეტუვასთან კი გამარჯვება მოიპოვა (2:0).

სხვა სტატიები