ივან ჰაშეკი: "საქართველოსთან ორი განსხვავებული მატჩი ვითამაშეთ, ახლა საკუთარი კედლების იმედი გვაქვს"
2 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს სტუმრად შეხვდება.
ორივე ნაკრებისთვის ფინალის ტოლფასი მატჩის წინ, ჩეხების მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა პრესკონფერენციის დროს ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, საწყის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ერთ-ერთი საუკეთესო, ჩვენ კი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დონის შეხვედრა ვაჩვენეთ. ეს ყველაფერი წარსულია და ახლა ორივე გუნდს ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს.
საქართველოს ნაკრების და მათი ფეხბურთელების მატჩებს თვალს ვადევნებთ. გიორგი მიქაუტაძისა და ზურიკო დავითაშვილის პოტენციალი ძალიან დიდია. დროის სიმწირის მიუხედავად, ჩვენი ანალიტიკური გუნდი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს კარგად სწავლობს და ვიცით, თუ რა უნდა გავაკეთოთ მათთან თამაშის დროს.
საქართველოს ნაკრებთან გასულ თვეებში ჩატარებული ორივე მატჩი განსხვავებული გამოდგა. ახლა, საშინაო კედლებში ვართ და საკუთარი კედლების უპირატესობის იმედი გვაქვს" - ამბობს ივან ჰაშეკი.
საქართველოს ნაკრები ჩეხეთს სტუმრად, 19 ნოემბერს, ოლომოუცში, "სიგმას" სტადიონზე შეხვდება.