ითამაშებს თუ არა ლუკა ლოჩოშვილი სერია B-ს შემდეგ ტურში?
საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა უეფას ერთა ლიგის B და C დივიზიონებს შორის გამართული პლეი-ოფის საწყის მატჩში, ერევანში, სომხეთთან მატჩში ტრავმა მიიღო. როგორც საპასუხო მატჩის შემდეგ გაირკვა, ქართველი ფეხბურთელის ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ მან საპასუხო მატჩში გართულების თავიდან არიდების გამო დაისვენა.
მას შემდეგ, რაც 26 წლის ფეხბურთელი იტალიაში დაბრუნდა, "სალერნიტანამ" მას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარა, რომელმაც მოტეხილობა ან მყესის გაწყვეტა გამორიცხა.
მასაჟისა და მიზნობრივი ვარჯიშის მეშვეობით, ლუკა ლოჩოშვილი აღდგენას აგრძელებს და მალე ცნობილი გახდება, თუ როდის შეძლებს იგი მოედანზე დაბრუნებას.
გუნდურ ვარჯიშში ლუკა ლოჩოშვილს მოანაწილეობა ჯერ არ მიუღია. სავარაუდოდ, 28 მარტს, ის გუნდთან ერთად, ოღონდ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშებს და ამის შემდეგ გადაწყდება, შეძლებს თუ არა სერია B-ს 31-ე ტურში, "პალერმოსთან" შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას.
ლუკა ლოჩოშვილი "სალერნიტანაში" იჯარის წესით თამაშობს და ზაფხულში" კრემონეზეში" უნდა დაბრუნდეს. ქართველი ფეხბურთელის გუნდი "პალერმოს" 30 მარტს, საშინაო კედლებში შეხვდება.