იტალიური მედია: "კვარას კონტრაქტის საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება"
იტალიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" კონტრაქტს უახლოეს დღეებში გაახანგრძლივებს.
კონტრაქტს განახლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობს, რომლის საწყისი შედეგიც ის გახლავთ, რომ ანტონიო კონტეს სურვილი ასრულდა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 23 წლის ქართველმა გუნდი არ შეიცვალა. შემდეგი ეტაპი უკვე ახალი კონტრაქტის გაფორმებაა, რასთან დაკავშირებითაც მოლაპარაკებები შემდეგ რაუნდში უახლოეს დღეებში გადავა. აგვისტოში, უდიდესი ალბათობით, ყველა ფორმალობა მოგვარდება და ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
"ნაპოლიმ" ყველაფერი იღონა საიმისოდ, რომ, ხვიჩა კვარაცხელია გუნდში დარჩენილიყო, რაც შეეხება ახალ კონტრაქტს, ეს უკვე 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს გაფორმდება. ახალი კონტრაქტის პირობებით, მხარეებს თანამშრომლობა 2029 წლამდე დააკავშირებთ. უახლოეს დღეებში, მხარეები მოლაპარაკების ახალ ეტაპს დაიწყებენ", - წერს tuttomercatoweb.
ხვიჩა კვარაცხელიამ ახალი სეზონი "მოდენასთან" იტალიის თასის 1/32-ფინალში დაიწყო, რომელშიც გუნდმა პენალტების სერიაში იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ქართველმა ფეხბურთელმა სერიაში 11-მეტრიანის ზუსტად შესრულება შეძლო. რაც შეეხება სერია A-ს, აქ "ნაპოლი" საწყის მატჩს 18 აგვისტოს, "ვერონასთან" სტუმრად ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.