Belive

ისტორიაში მეორედ - ბათუმის დინამო საქართველოს ჩემპიონი გახდა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ბათუმის დინამო ისტორიაში მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი. 34-ე ტურის მატჩში ბათუმელებმა "თელავს" უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 3-0 დაამარცხეს. ამ მოგებით ბათუმის დინამომ 73 ქულა დააგროვა. პარალელურად მიმდინარე მატჩი ქუთაისის ტორპედოსა და დინამო თბილისს შორის ფრედ (2-2) დასრულდა. ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ თბილისილებს 65 ქულა დაუგროვდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის დინამო, ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ბათუმის დინამოს ვეღარ დაეწევა.

"თელავთან" მატჩის პირველ ტაიმში ანგარიში ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა, მეორე ნახევარში კი გიორგი ზარიამ მასპინძლების უპირატესობა 2-დე გაზარდა, მან რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა და ეფექტური დარტყმით აიღო თელაველების კარი. მატჩის დამატებულ წუთებზე საოცარი გოლი გაიტანა ცოტნე ფაცაციამ, ბათუმელთა ნახევარმცველმა მოულოდნელად, საკუთარი ნახევრიდან დაარტყა და მეტოქის მეკარეს შანსი არ ჰქონია.
აღსანიშნავია, რომ ბათუმელებმა ჩემპიონობა საკუთარი გუნდის დაარსებიდან 100 წლის თავზე მოიპოვეს.

სხვა სტატიები