"ყველაზე დიდი ინტერესი, ვიდრე ოდესმე" - FOOTMERCATO ზურიკო დავითაშვილზე წერს
2 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
პოპულარული ევროპული მედია საშუალება FOOTMERCATO საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ზურიკო დავითაშვილის შესაძლო ტრანსფერის შესახებ საუბრობს.
"სენტ-ეტიენი ლიგა 2-ში მესამე ადგილზეა და დაწინაურებისთვის იბრძვის, მაგრამ მწვანეების ხელმძღვანელობა პანიკამ შეიპყრო. საქმე ისაა, რომ გუნდის ლიდერი და შეუცვლელი ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი უფრო მეტ ინტერესს იწვევს, ვიდრე ოდესმე.
ფენერბაჰჩე და ბეშიქთაში საქმეში დიდი ხანია არიან, ახლა კი მათ რიცხვს ლისაბონის ბენფიკა და ევერტონი შეუერთდნენ, რომლებსაც ქართველი ფეხბურთელის დამატება სურთ. ზურიკო დავითაშვილს გუნდთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს.
ამ პრესტიჟული შეთავაზებების მიუხედავად, სენტ-ეტიენის ხელმძღვანელობა საკუთარ პოზიციაზე ურყევად რჩება. მათთვის ამ ზამთრის სატრანსფფრო ფანჯრის დროს 25 წლის ქართველი ფეხბურთელის გაყიდვა გამორიცხულია. გუნდი ლიგა 1-ში დაწინაურებისთვის ზურიკო დავითაშვილს აუცილებელ ფეხბურთელად მიიჩნევს. ფეხბურთელის მხარე განსხვავებულ აზრზეა, ამიტომ, სავარაუდოდ სენტ-ეტიენს გრძელი სატრანსფერო ფანჯრის ჩატარება მოუწევს", - წერს FOOTMERCATO.
ზურიკო დავითაშვილს ამ სეზონში ლიგა 2-ში გატანილი 8 გოლით და 1 საგოლე პასით ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილი უკავია. მან გოლის გატანა ქვეყნის თასზეც მოახერხა.