Belive

სამი ქართველი ფეხბურთელის ოფიციალური სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

დონეცკის შახტარის და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ირაკლი აზაროვის, გიორგი გოჩოლეიშვილის, ასევე გრაცის შტურმის ფეხბურთელის ოტარ კიტეიშვილის ოფიციალური სატრანსფერო ღირებულება დღეს გაიზარდა.

Transfermarkt-მა ფეხბურთელების სატრანსფერო თანხები განაახლა. სამივე ფეხბურთელის ოფიციალური სატრანსფერო ღირებულება 1 მილიონი ევროთი გაიზარდა.

მარცხენა მცველის ირაკლი აზაროვის ღირებულება 2.5 მილიონი ევროდან 3.5 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

მარჯვენა მცველის გიორგი გოჩოლეიშვილის ღირებულება 1.5 მილიონი ევროდან 2.5 მილიონ ევრომდე.

ნახევარმცველის ოთარ კიტეიშვილის ღირებულება 2 მილიონი ევროდან 3 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

ორივე ქართველი განაპირა მცველი უკრაინულ გუნდში 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა. გიორგი გოჩოლეიშვილს 16 მატჩში 3 საგოლე გადაცემა აქვს, ხოლო ირაკლი აზაროვს 17 ჩატარებულ შეხვედრაში 2 ასისტი.

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიულ გუნდში 2018/19 წლების სეზონში გადავიდა და 134 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც 27 გოლის გატანა და 19 ასისტის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები