ჰამბურგმა ჰაიდენჰაიმი დაამარცხა | გიორგი გოჩოლეიშვილის შეფასება
გერმანიის ბუნდესლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში გიორგი გოჩოლეიშვილის ჰამბურგმა ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმი 2:1 დაამარცხა.
მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო თამაში გიორგი გოჩოლეიშვილმა, რომელიც 86-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ბუდუს დორტმუნდის ბორუსიასთან მიღებული წითელი ბარათის გამო 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და შეხვედრის გამოტოვება მოუწია.
გოჩოლეიშვილი ბურთს 48-ჯერ შეეხო, 20-დან 18 გადაცემა ზუსტად შეასრულა, კარისკენ ერთხელ დაარტყა, 2-ჯერ დარტყმული კი დაუბლოკეს, 3-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 2 წარმატებული გადმოდგა, 6 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 5-ში გაიმარჯვა, ხოლო 4-ჯერ სახიფათო შეტევა მოიგერია.
ქართველი ფეხბურთელის შეფასება, სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:
Sofascore - 7.4
Flashscore - 7.2
Whoscored - 7.3
GANZ WICHTIG! #nurderHSV #HSVFCH pic.twitter.com/Y9tEQMnosi
— Hamburger SV (@HSV) September 20, 2025
ბუნდესლიგის ცხრილში ჰამბურგი 4 ქულით მე-14 ადგილზეა (1 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი), ჰაიდენჰაიმს კი 0 ქულა აქვს და ბოლო, მე-18 პოზიციას იკავებს.
ჰამბურგი მომდევნო შეხვედრას უნიონ ბერლინის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 28 სექტემბერს გაიმართება, ხოლო ჰაიდენჰაიმი 27 სექტემბერს აუგსბურგს დაუპირისპირდება.