Belive

გიორგი გოჩოლეიშვილის კოპენჰაგენი დანიის თასის გამარჯვებულია

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი გოჩოლეიშვილის კოპენჰაგენმა დანიის თასის ფინალში სილკებორგი 3:0 დაამარცხა და ისტორიაში მე-10 ჩემპიონობა იზეიმა.

ქართველი ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონი შესანიშნავი გამოდგა, კომპენჰაგენმა 4 დღის წინ, 25 მაისს, ნორდსიელანდი დაამარცხა და დანიის ჩემპიონი გახდა ახლა კი თასსაც დაეუფლა.

კოპენჰაგენი ისტორიის განმავლობაში 16-ჯერ გახდა დანიის ჩემპიონი, ხოლო თასს 10-ჯერ დაეუფლა.

გიორგიმ მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირის 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 4 საგოლე გადაცემა.

სხვა სტატიები