Belive

ირაკლი აზაროვი ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი უეფას ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

კონკრეტულად. ევროპის ერთ-ერთმა საუკეთესო სტატისტიკურმა პლატფორმამ, Whoscored-მა ყველა ჯგუფის სეზონის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, H ჯგუფში კი ქართველმა ფეხბურთელმა თავისი ადგილი დაიმსახურა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონის H ჯგუფის სიმბოლური გუნდი

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ აზაროვის გაარდა საუკეთესო თერთმეტეულში "შახტარის" მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, მეკარე, დმიტრო რიზნიკი მოხვდა. დანარჩენი 4-4 ფეხბურთელი "ბარსელონასა" და "პორტუს" წარმოადგენენ.

ირაკლი აზაროვმა ჯგუფურ ეტაპზე ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა ("ბარსელონასთან").

რაც შეეხება უშუალოდ უკრაინის მოქმედ ჩემპიონს, მათ ჯგუფში მესამე პოზიცია დაიკავეს და საერთაშორისო დონეზე გამოსვლას, ევროპა ლიგიდან გააგრძელებენ.

სხვა სტატიები